თელავში კერამიკის გამოსაწველი მე-16 საუკუნის ქურა აღმოაჩინეს

 (photo: )

ქალაქ თელავში, ერთ-ერთი კერძო პირის სასტუმროს მშენებლობის დროს, საძირკვლის გვერდით კერამიკის გამოსაწველი ქურა აღმოაჩინეს. 

როგორც knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა, ვახტანგ გაგნიძემ განუცხადა, ქურა, სავარაუდოდ, მეთექვსმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებისაა. 
„კერამიკის გამოსაწველი ქურა ქალაქ თელავის ძველი სასფლაოს მოპირდაპირედ აღმოაჩინეს, სადაც ერთ-ერთი კერძო პირის სასტუმრო შენდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები შეისწავლიან ქურას. ჩვენი ვარაუდით, კერამიკის გამოსაწველი ქურა მე-16 მე-18 საუკუნეებით თარიღდება. ძველად, ამ ადგილას ყოფილა ტყით დაფარული დაუსახლებელი ტერიტორია და სრულიად შესაძლებელია, რომ აქ ასეთი სამრეწველო დანიშნულების სახელოსნო ყოფილიყო“, – განუცხადა knews.ge-ს ვახტანგ გაგნიძემ.
მისივე ინფორმაციით, ეს თელავში კერამიკის გამოსაწველი საამქროს აღმოჩენის პირველი შემთხვევაა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“