თელავში ყორჩიბაშიშვილების ციხის რეაბილიტაცია იწყება

 (photo: )

ქალაქ თელავში ყორჩიბაშიშვილების XVIII საუკუნის ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ ბურჯის რეაბილიტაცია იწყება. 

როგორც knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა, ვახტანგ გაგნიძემ განუცხადა, ციხის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით წინა საპროექტო კვლევითი სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "ბჭის კარმა" დაიწყო. 
"ამჟამად მიმდინარეობს ციხის აზომვითი, ტოპოგრაფიული და გეოლოგიური კვლევითი სამუშაოები, კერძოდ მომზადდა ორი შურფი, რომლის მიზანია ძეგლის საძირკვლისა და კონსტრუქციული მდგომარეობის შესწავლა. აღნიშნული აზომვითი და საპროექტო-კვლევითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, თელავის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს ძეგლის რეაბილიტაციას", - განუცხადა knews.ge-ს ვახტან გაგნიძემ.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“