"ბიზნესის სფეროში მთავარი პრობლემა ცოდნა და კვალიფიკაციაა"

 (photo: )

პირველი პრობლემა, რაც ბიზნესის სფეროში დაფიქსირდა, ადამიანების არასაკმარისი ცოდნა და გამოცდილებაა, - განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავჯდომარემ. 

რომან კაკულიას განმარტებით, მრავალწლიანმა გამოცდილებამ ცხადყო, რომ სწორედ ეს უშლის ხელს ადამიანებს, წარმატებულად აწარმოონ ბიზნესი და მხოლოდ ამის შემდეგ დგება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. 
"ჩვენ დაგვიფიქსირდა პრობლემა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ადამიანებისთვის საბანკო რესურსები არ არის ხელმისაწვდომი. მე 2000 წლამდე ძალიან ბევრი ფული მახსოვს დაკარგული თითქოს კარგ ინიციატივებში, საკრედიტი კავშირებში, მსოფლიო ბანკის, თუ ევროკავშირის, სხვა დონორების მიერ წარმოდგენილ პროექტებში. ეს ყველაფერი გაანალიზდა და დაიდო დასკვნა, რომ, როდესაც ფინანსებისადმი ხელმისაწვდომობაზე ვსაუბრობთ, პირველი პრობლემა გირავნობა დ ფული არ არის. პირველ ადგილზე ყოველთვის დგას ცოდნა და კვალიფიკაცია, რომლის ნაკლებობაც რეგიონში არის", - აღნიშნა რომან კაკულიამ. 
მისივე თქმით, მთავრობა ამაში ადამიანებს უნდა დაეხმაროს და დაანახოს მათ სწორი მიმართულება, თუ სად შეიძლება მოახდინონ თვითრეალიზაცია. კაკულიას მოსაზრებით, მთავრობა, ასევე, უნდა დაეხმაროს მათ განათლების მიღებაში.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“