გურჯაანში მხიარულთა და საზრიანთა გუნდები შეიქმნა

 (photo: )

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით გურჯაანში მხიარულთა და საზრიანთა კლუბები შეიქმნა. 

შესარჩევ ტურში მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა მონაწილეობდა. კონკურსის შედეგად მხიარულთა და საზრიანთა 17 გუნდი შეიქმნა, რომლებიც გურჯაანის „მანსანკანის“ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.
„პროექტი მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება. შესარცევი კონკურსი, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ჩაატარა, რომელიც საქართველოში „მანსანკანის“თამაშებს ოფიციალურად ატარებს. სცენარისტები, რომლებიც საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ნაკრების წევრები არიან გამარჯვებულ გუნდებთან იმუშავებენ. ვფიქრობთ, ივნისის ბოლოს პირველი საჯარო კონცერტი გაიმართება, რომელშიც შესარჩევი ტურის შედეგად შერჩეული 17-ვე გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ჟიური მხიარულთა და საზრიანთა ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.“ - განუცხადა knews.ge-ს მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ეკა ცისკარაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, „მანსანკანი“ სამ ტურად გაიმართება და ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. საუკეთესო მონაწილეებისგან კი გურჯაანის მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები შეიქმნება, რომელიც რეგიონულ ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“