მუნიციპალიტეტებში ელექტროენერგიის დამზოგველი განათებები დამონტაჟდება

მუნიციპალიტეტებში ელექტროენერგიის დამზოგველი განათებები დამონტაჟდება. 

ელექტროენერგიის დამზოგველი LED სანათების მწარმოებელი კომპანია MLED მუნიციპალიტეტებთან მოლაპარაკებას აწარმოებს დაიმპორტირებული გარე განათების ნაცვლად საქართველოში დამზადებულ ენერგოეფექტურ პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის დირექტორის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ქართული LED სანათები მუნიციპალიტეტებს განათებისთვის გამოყოფილ ხარჯებს გაუნახევრებს. 
„ხარჯეფექტურობა დადასტურებული გვაქვს. ყველა მუნიციპალიტეტის მიმართულებით მონაცემები აღებული გვაქვს და რამდენ თვეში ამოიღებს მუნიციპალიტეტი ამ დანახარჯს, ესეც დაანგარიშებული გვაქვს. აქტიურობს კერძო სექტორიც. წლის ბოლომდე „ვისოლის“ ყველა სადგური ჩვენი სანათებით აღიჭურვება, მოლაპარაკება გვაქვს კიდევ ორ კომპანიასთან. ჩვენი ჯიბიდან მუნიციპალიტეტები, წელიწადში, დაახლოებით, 40 მილიონ ლარს ხარჯავენ გარე განათებისათვის. 10 წლისთვის ეს იქნება 400 მილიონი ლარი, რომელიც უბრალოდ დაიხარჯება. თუ ამ ტექნოლოგიაზე გადავალთ, მინიმუმ 260 მილიონი ლარის ეკონომიას მივცემთ მუნიციპალიტეტებს“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“