პენსია შესაძლოა 40 ლარით გაიზარდოს

 (photo: )

2019-2020 წლებში საქართველოში შესაძლოა პენსია 40 ლარტ გაიზარდოს. 

სამ წლიანი პაუზის შემდეგ მთავრობა საპენსიო ფონდის გაზრდაზე მსჯელობს. საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პენსიის მომატება ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დააანონსა. 
"მოგეხსენებათ, რომ ძალიან მალე საქართველოს პარლამენტში შემოვა საპენსიო რეფორმის კანონი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს გამიზნული, რომ აღნიშნულ კანონში იქნება საბაზისო პენსიაზე ინდექსაციის ჩანაწერი. ვიდრე ჩვენ ინდექსაციის ჩანაწერს განვიხილავთ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ხარჯების ნაწილში წარმოდგენილიც იყო, როდესაც ჩვენ საშუალოვადიანი ბიუჯეტი წარმოვადგინეთ, რომ 2019 და 2020 წელს ინდექსაციის მეთოდით 2019 წელს - 20 ლარით და 2020 წელს - 20 ლარით გაიზრდება პენსიები“, - განაცხადა დიდმიტრი ქუმსიშვილმა გასული წლის 3 ნოემბერს, როდესაც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“