წინანდალსა და სლოვაკეთის სოფელ ბეშენოვას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 (photo: )

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის ჟლინის მხარის რუჟომბეროკის რაიონის სოფელ ბეშენოვას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. 

დოკუმენტს ხელი მოაწერეს თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსმა ვაჟა ლეშკაშელმა და ჟლინის მხარის რუჟომბეროკის რაიონის სოფელ ბეშენოვას გამგებელმა მარტინ ბარანმა. როგორც knews.ge-ს ვაჟა ლეშკაშელმა განუცხადა, შეთანხმების მიხედვით, მხარეები ითანამშრომლებენ ტურიზმის, კულტურის, განათლების, სპორტის, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით. 
"სოფელ წინანდალსა და ბეშანოვას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას", - განუცხადა knews.ge-ს ვაჟა ლეშკაშელმა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“