ყვარლის წყალმომარაგების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

 (photo: )

,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ყვარლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ შესყიდვის საგანი რეაბილიტაციისთვის, მშენებლობისთვისა და გამწმენდი ნაგებობების მოწყობისთვის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაა. ტენდერის საწყისი ღირებულება 1 მილიონ 800 ათასი ლარია. 
,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ყვარელში ამჟამად 2300 მომხმარებელს ემსახურება. დასკვნაში, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს, ნათქვამია, რომ ქალაქის წყალმომარაგების სისტემა გენერალურ რეაბილიტაციას საჭიროებს, რაც რამდენიმე წლიან სამუშაოს მოიცავს. გამარჯვებულმა კომპანიამ საპროექტო დოკუმენტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვეში უნდა მოამზადოს'', - განუცხადეს Knews.ge-ს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“