პირი რომელიც, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ამერიკის მოქალაქეს მოკვლით ემუქრებოდა, დაკავებულია

 (photo: )

პირი რომელიც, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ამერიკის მოქალაქეს მოკვლით ემუქრებოდა, დაკავებულია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

უწყების ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მალხაზ ხმალაძე დააკავეს. გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო. დაკავებულს გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებას ედავება.
ჯეფ ატეფ ემზზატ აზიზიზი თანასოფლელს თავდამსხმასა და მუქარაში ადანაშაულებდა. ოჯახის მალხაზ ხმალაძის დაკავებას ითხოვდა, რადგან ისინი შიშობდნენ, რომ ხმალაძე მათთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“