ახმეტაში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

 (photo: )

ახმეტაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაშავდა. 

საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ავტოგაზმზიდს შეეჯახა. ,,ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ინციდენტის დროს მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი ორი დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 
მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც სახის არეში მოტეხილობები აღენიშნება, სტაბილურად მძიმეა. 
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის I ნაწილით, რომელიც ტრანსპორტით მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ვებ პორტალის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
გვერდის დამზადება შესაძლებელი გახდა IREX G Media პროგრამის დახმარებით 2013 წლიდან.
ჩვენი პარტნიორები: „მედია ცენტრი კახეთი“, „სათემო განვითარების ცენტრი“